აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, რომლის სლოგანადაც შეირჩა „სწრაფვა მშვიდობისკენ”, წინგადადგმული ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ალასკაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას. შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო და „თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს”. პაპუაშვილი წერს, რომ პროცესები პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ უცხოელი მტერ-მოყვარეები. „ ეს პირდაპირ ააშკარავებს, რატომ არ დაიწყო საქართველოში ომი 2022 წელს. იმიტომ, რომ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის იარაღად გამოყენება უნდოდათ, 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებაში დახვდნენ პატრიოტები და არა მარიონეტები” -წერს პაპუაშვილი