სურამის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა - Palitra News

სურამის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

2025-08-16 14:34:09+04:00

სურამის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ავტოტრანსპორტისთვის ახალი გზა 16 აგვისტოს 12:00 საათიდან გაიხსნა. სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა. გზა აშენებულია საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია განათების თანამედროვე სისტემით. პროექტი გადაადგილების დროს შეამცირებს, მოძრაობის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს და სრულად განტვირთავს სურამს ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადისგან. სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 265 მილიონი ლარი შეადგინა.