„ლელო- ძლიერი“ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ 401 000 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 კი, უკონკურენტოდ. მისი განმარტებით, ეს და კიდევ სხვა ასობით უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები მიუთითებს იმაზე, რომ „ქვეყანაში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, კორუფციის შემზარავი მაგალითები არსებობს“. განცხადება გეგელიამ თანაგუნდელებთან ერთად თერჯოლაში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვან ბრძოლაში არიან და არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად მოსახლეობას, თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.