ირაკლი კობახიძე - პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ - Palitra News

ირაკლი კობახიძე - პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ

2025-08-16 14:26:54+04:00

პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ათასამდე ადამიანი ძალადობდა გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებზე და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს. ირაკლი კობახიძემ უპასუხა მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეების შესახებ დასმულ კითხვასაც და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე