4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ 14 დარეგისტრირებული პარტია ემზადება - ოპოზიციის რიგებიდან მათ შორის არიან გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო, რომლებიც მუციპალური არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების დასახელებას 4 სექტემბრამდე აპირებენ. მათი წარმომადგენლები საკითხის განსახილველად ბერლინში გიორგი გახარიასთანაც იმყოფებოდნენ. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ ოპოზიციაში ახლა განხეთხილებაა, რის გამოც ამ დრომდე მათი რიგებიდან არ სია და არც საერთო კანდიდატები დასახელებულა. ბოიკოტის რეჟიმშია რვა ოპოზიციური პარტია.