სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსებმა უკრაინული ქალაქ სუმის ცენტრი დაბომბეს. მას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რით განახორციელეს ოკუპანტებმა დარტყმა. ჯერ-ჯერობით უცნობია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია. ადგილობრივი მცხოვრებლები უკრაინულ მედიას ცენტრალურ ბაზრობაზე დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ფოტოებს უზიარებენ.