თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ბაზაზე უკვე დაეშვა, თუმცა ის უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრება და სწორედ ამიტომ დაგვიანდა თვითმფრინავიდან ტრამპის ჩამოსვლა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ცოტა ხანში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავდა და შეხვედრასთან დაკავშირებით გაესაუბრებოდა.