თეთრი სახლი - დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ის ევროპელ ლიდერებს ესაუბრა - Palitra News

თეთრი სახლი - დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ის ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

2025-08-16 11:26:31+04:00

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა.

დონალდ ტრამპი ალასკიდან ენდრიუსის ბაზაზე ჩავიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.