თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ წუთებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს - Palitra News

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ წუთებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

2025-08-16 11:20:36+04:00

ამ წუთებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დენ სკავინო ავრცელებს.

„Air Force One-ი ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა. პრეზიდენტი ზელენსკისა და სხვებს ესაუბრება. თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ამიტომ დაგვიანდა“, - წერს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ცოტა ხანში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავდა და შეხვედრის შესახებ აცნობებდა“.