ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი - Palitra News

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი

2025-08-16 10:50:58+04:00

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ექვსი ადამიანი, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს „მინივენის“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.