აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაში გაემგზავრა - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაში გაემგზავრა

2025-08-15 20:18:17+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაში გაემგზავრა.მანამდე თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპთან ერთად ალასკაში 16 ოფიციალური პირი გაემგზავრებოდა. კითხვაზე ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება თუ არა პუტინთან ტერიტორიული გაცვლები, ტრამპმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებებს უკრაინის მაგივრად არ აწარმოებს. აშშ-ის პრეზიდენტმა იქვე დასძნა, რომ პუტინი „სერიოზული ეკონომიკური შედეგების წინაშე“ დადგება თულო მშვიდობიანი დარეგულირებისადმი ინტერესს არ გამოხატავს.