შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო - Palitra News

შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო

2025-08-15 20:17:34+04:00

შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების a და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. ბანაკის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.