ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპი ოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპი ოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

2025-08-15 20:17:13+04:00

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპი ოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მიხეილ სარჯველაძოის შეფასებით, გამოვლენილი ცალკეული ინციდენტები მიუთითებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი გარკვეული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან. დღეიდან, ოპი ოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა - ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები გაუქმდა და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის. განხორციელებულ ცვლილებებს ოპოზიცია აკრიტიკებს.