შესაძლოა თუ არა მესამე სექტორის ნაწილს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს - Palitra News

შესაძლოა თუ არა მესამე სექტორის ნაწილს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

2025-08-15 20:15:26+04:00

შესაძლოა თუ არა მესამე სექტორის ნაწილს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს? - 6 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანტიკორუფციულ ბიუროსთვის სამართლებრივი დოკუმენტაციის გაგზავნას აპირებენ, რათა განუმარტონ, რომ ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ანალოგი კანონი საქართველოში მიიღეს, მათ შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებას არ ევალებათ. ქართულ ოცნებაში კი კვლავ აცხადებენ, რომ მესამე სექტორის ნაწილი ქვეყანაში დესტრუქციას ახალისებს და აუცილებელია ყველა მათგანი კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს.