სერბეთში ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისა და მომხრეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 14 აგვისტოს, ღამითაც. შეტაკებები იყო, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქ ნოვი-სადში დაარბიეს მმართველი პარტიის ოფისები. საპროტესტო აქციები იყო კიდევ 30-მდე ქალაქში. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სხვადასხვა ქალაქში დაშავდა, სულ მცირე, 42 პოლიციელი, მათგან 26 - ბელგრადში. არსებული ცნობებითმ, ბელგრადში მთავრობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს პიროტექნიკა ესროლეს. ქალაქ ნოვი-სადში დარბეულია მმართველი პარტიის სამი ოფისი. სერბეთის მედიაორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ დემონსტრაციების გაშუქებისას იყო 10 სერიოზული ინციდენტი - ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და აპარატურის დაზიანება.