„ლელო-ძლიერი საქართველო“ “ქართულ ოცნებას” ამჯერად წყალტუბოში განუხორციელებელი პროექტების გამო აკრიტიკებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, წყალტუბო ჩამოშლილი ეკონომიკის, უმუშევრობის, სიღარიბისა და ემიგრაციის ქალაქად იქცა. მისივე ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დაპირება გასცა, , თუმცა 10 წლის შემდეგაც ადგილზე მხოლოდ ნანგრევებია. მისივე თქმით, ბოლო 13 წლის განმავლობაში, წყალტუბოს მოსახლეობა 21 ათასით შემცირდა და ქალაქში 8 ათასი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს.