4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა - რეგისტრირებულია 14 პარტია. ოპოზიციის რიგებიდან მათ შორის არიან "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო ძლიერი საქართველო", რომლებიც მუციპალური არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების დასახელებას 4 სექტემბრამდე აპირებენ. თვითმმართველობის არჩევნებს კვლავ რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენიებენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები. მათი თქმით, გაუმართლებელია თვითმმართველობის არჩევნებში იმ ოპოზიციური ძალის მონაწილეობა, , რომელსაც პრეტენზია აქვს, საპროტესტო ელექტორატის ნების გამომხატველი იყოს. პოზიციას არ ცვლის “ქართული ოცნება”, რომელსაც დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების იმედი აქვს.