ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია - ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან - რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ - Palitra News

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია - ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან - რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ

2025-08-15 15:32:11+04:00

6 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას და ასევე, სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში. ახლა საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანტიკორუფციულ ბიუროსთვის სამართლებრივი დოკუმენტაციის გაგზავნას აპირებენ, რათა განუმარტონ, რომ ამერიკული FARA-ს სტანდარტი, რომლის ანალოგი კანონი საქართველოში მიიღეს, მათ შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებას არ ავალდებულებს. კიდევ რა არგუმენტები გაჟღერდა ბრიფინზე და როგორ აფასებენ საკითხს პოლიტიკური მხარეები?