რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას საქმეზე - Palitra News

რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას საქმეზე

2025-08-15 15:30:26+04:00

რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას საქმეზე - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები ახლა განაჩენის გამოცხადებას ელოდებიან. წინა სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ კაციას თმის ნიმუშის საფუძველზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაადასტურა. ამასობაში, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი, რომელიც სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მისი უფლებადამცველის თქმით, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში აბრამოვის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა.