ევროკომისია სექტემბერში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას გეგმავს - Palitra News

ევროკომისია სექტემბერში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას გეგმავს

2025-08-15 12:48:40+04:00

ევროკომისია სექტემბერში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას გეგმავს. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პრესსამსახურში დეტალები კი არ დაუკონკრეტებიათ. ევროკავშირის პირველი პირები აცხადებენ, რომ სანქციების მიზანია, შეამციროს რუსეთის უნარი გააგრძელოს ომი, რომელიც სამ წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს.