აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინისა და -ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში, შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინისა და -ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში, შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ

2025-08-15 12:46:51+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინისა და -ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში, შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ. ტრამპმა აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავდაპირველად ელოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისის თქმით კი, რუსული მხარე ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაზე თავის მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, დღეს ერთმანეთს ალასკაში შეხვდებიან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, გუშინ განაცხადა, რომ ლიდერების შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. პუტინი და ტრამპი ჯერ პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით.