„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გზების სპეცტექნიკით მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს - Palitra News

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გზების სპეცტექნიკით მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს

2025-08-15 12:42:31+04:00

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გზების სპეცტექნიკით მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად სამგორის რაიონში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გზის სავალი ნაწილი, ურნები და გაჩერებები მოირეცხა. ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში რეგულარულად, გრაფიკის მიხედვით ხორციელდება.