მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქეთის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირები ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ამჟამად, მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.