4. ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ სტრუქტურას გადაუგზავნის წერილობითი სახით დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მმართველმა გუნდმა ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგა. “ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ქვეყანა 2028 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს. ქართული ოცნების დაპირებების არ სჯერა ოპოზიციას. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ სინამდილეში ქართული ოცნება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.