ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო - ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ვიდეო გადაღება, საქმეში ნეიტრალური მოწმის წარდგენა რაც საქმეს ეჭვგარეშე გახდიდა, და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობას გააჩენდა. თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.