გიორგი შარაშიძე „ქართულ ოცნებას“ - თბილისელებმა ვაკის პარკის შადრევანს სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“ - სასწრაფოდ ამოიღეთ შადრევნის კადრი პროპაგანდისტული კლიპიდან - Palitra News

გიორგი შარაშიძე „ქართულ ოცნებას“ - თბილისელებმა ვაკის პარკის შადრევანს სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“ - სასწრაფოდ ამოიღეთ შადრევნის კადრი პროპაგანდისტული კლიპიდან

2025-08-14 15:29:29+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "ქართული ოცნების" მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს ეხმაურა, რომელიც ომსა და მშვიდობას შეეხება. პარტიის თბილისის საკრებულოს დეპუტატის გიორგი შარაშიძის შეფასებით, ვიდეორგოლში ვაკის პარკის შადრევნის კადრების გამოყენება და მისი მშვიდობის სიმბოლოდ წარმოჩენა აღმაშფოთებელია. შარაშიძე აცხადებს, რომ სწორედ თბილისის მერიის უპასუხისმგებლო მმართველობასა და მუნიციპალური სერვისების გაუმართაობას შეეწირა ადგილზე მოზარდის სიცოცხლე. გახარიას გუნდის წევრის თქმით, "ართული ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ომის გამოგონილი საფრთხით აშინებს.