ირაკლი კუპრაძე - საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა - Palitra News

ირაკლი კუპრაძე - საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა

2025-08-14 15:27:04+04:00

„საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად“ - ამის შესახებ ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კუპრაძის თქმით, ყოველწლიურად, 50-ზე მეტი ადამიანი იღუპება ზედოზირებით. ხელისუფლებას არ დრომდე არ გააჩნდა არანაირი ზრუნვის მექანიზმი და მმართველი პარტიის ნარკოპოლიტიკა მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, რეპრესიისკენ. კუპრაძის განცადებითვე, კოალიციის სურვილია ნარკოპოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ნარკორეაბილიტაციის ცენტრები გაიხსნას.