როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს

2025-08-14 15:23:38+04:00

ქვეყნის შანტაჟი თუ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ გადასადგმელი ნაბიჯი - ვინ როგორ უყურებს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს. მმართველი პარტია ყურადღებას იმ მიზნებზე ამახვილებს, რომელიც ევრობიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ. "ქართული ოცნების" წევრთა განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. საკითხზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპობენტების განცხადებით თუ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეექმნება, ამაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება.