გახარიას გუნდსა და კოალიცია „ლელო ძლიერ საქართველოშო“ ადასტურებენრ, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება. ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ვიზიტი შეთანხმებული იყო და კოალიცია გახარიას გუნდთან ერთად საზოგადოებას შესთავაზებს თანამშრომლობის იმ მოდელს, რომელიც სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპონენტებს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვთ, კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია 8 ოპოზიციური პარტია.