დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება

2025-08-14 12:43:06+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. ვირტუალური სამიტი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენიმე ევროპელი ლიდერი მონაწილეობდნენ, გუშინ გაიმართა. ევროპელმა ლიდერება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან მოითხოვეს, რადგან 15 აგვისტოს დაგეგმილი პუტინისა და ტრამპის შეხვედრის წინ მთავარი თემები უკრაინის ჩართულობით განეხილათ. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას ბერლინიდან გერმანიის კანცლერთან ერთად ესწრებოდა.