მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - Palitra News

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

2025-08-14 12:40:57+04:00

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 69 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება -მათ შორის „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.