საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხეებზე "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი წერს - რა წერია რიკარდ იოზვიაკის განცხადებაში და როგორ აფასებენ ოპოზიციაში მის განცხადებას - Palitra News

საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხეებზე "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი წერს - რა წერია რიკარდ იოზვიაკის განცხადებაში და როგორ აფასებენ ოპოზიციაში მის განცხადებას

2025-08-14 12:36:22+04:00

საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხეებზე "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი წერს. რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აპირებს და ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა არსებობს. მისი თქმით, ბრიუსელი გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივ ჩარჩოს ამზადებს, და მოთხოვნებს შორისაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონების გაუქმება. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების წინაპირობად საქართველოში მიღებული კანონების გაუქმება მართებული არ არის და ამ საკითხით შანტაჟი უნდა შეწყდეს. მათი თქმით, მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის 2028 წლისთვის მზად იყოს. "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ევროინტეგრაციის კუთხით პროგრესს არ ელოდებიან ოპოზიციაში.