გიორგი ჯინჭარაძემ მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო - Palitra News

გიორგი ჯინჭარაძემ მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

2025-08-14 12:33:15+04:00

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა.