საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშის გამოაქვეყნების ფონზე არსებობს თუ არა რესურსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს - Palitra News

საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშის გამოაქვეყნების ფონზე არსებობს თუ არა რესურსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს

2025-08-14 12:29:41+04:00

საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშის გამოაქვეყნების ფონზე არსებობს თუ არა რესურსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს? საქართველოში პოლიტიკურ მხარეთა მოსაზრებები ორად იყოფა. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ დოკუმენტის ჩანაწერები, რომელიც საქართველოში ძალადობის, მუქარის,უსამართლო დაპატიმრებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევებს ეხება, ადასტურებს, რომ "ქართულ ოცნებას" ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ნორმალიზების რესურსი არ აქვს. ანგარიშის შინაარს არ იზიარებენ "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობის ლიდერების თქმით, საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.