ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

2025-08-14 10:36:34+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.

ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა ლიდერებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

სატელეფონო საუბრის შემდეგ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უკრაინას მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს“.