საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კრიტიკული შინაარსი ქართველ ოპოზიცონერებს აფიქრებინებს, რომ ამერიკული მხარე მეგობარ აქტს უახლოეს მომავალში, კერძოდ შემოდგომის დასაწყისშივე მიიღებს. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ამის შემდგომ ქართულ ოცნებაზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს ხელისუფლება დოკუმენტის შინაარს არ იზიარებს და ამერიკულ მხარესთან ურთიერთობების ახალი ფუნცლიდან დაწყების მზაობას გამოთქვამს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. უწყება წერს რომ საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.