ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დუმილის უფლებას იყენებს. ის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა ადვოკატმა მიხეილ ჭანუყვაძემ მოინახულა. უფლებადაცმველის თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისინი კონკრეტულ სტრატეგიაზე ჩამოყალიბდებიან. შსს-ს ინფორმაციით, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობა დააორგანიზეს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძე საზღვარგარეთ იმყოფება, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.