რა ეტაპზეა ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი და ემუქრება თუ არა ვიზალიბერალიზაციას საფთხე? პოლიტიკური მხარეები ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებენ. ოპოზიციაში ირრწმუნებიან, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის წინაშე აღებულ იურიდიულ და პოლიტიკურ ვალდებულებებს, არ შეასრულებს, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ პროცესს დააზიანებს. საპირისპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. უმრავლესობის წევრების თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ,რათა ქვეყანა წევრობისთვის 2028 წლისთვის მზად იყოს.