უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად "სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, სასამართლომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის, წინააღმდეგ განაჩენი გამოეტანა. ალეკო ელისაშვილი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს "რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს". მანამდე რუსეთმა ელისაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.