დონალდ ტრამპი - მალე ევროპელ ლიდერებს გავესაუბრები - ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, რომლებსაც შეთანხმების მიღწევა სურთ - Palitra News

დონალდ ტრამპი - მალე ევროპელ ლიდერებს გავესაუბრები - ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, რომლებსაც შეთანხმების მიღწევა სურთ

2025-08-13 16:04:41+04:00

მალე ევროპელ ლიდერებს გავესაუბრები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„მალე ევროპელ ლიდერებს გავესაუბრები. ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, რომლებსაც შეთანხმების მიღწევა სურთ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, თბილისის დროით 16:00 საათზე გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოწვევით ვირტუალური შეხვედრა დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ.