ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

2025-08-13 15:39:29+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.