გრიგოლ გეგელია - ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ - Palitra News

გრიგოლ გეგელია - ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ

2025-08-13 15:34:41+04:00

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებად სულ 17 პარტია ემზადება. 4 ოქტომბერს მოქალაქეები 64-ი საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. აქტიურ სამზადისშია "ქართული ოცნება". მმართველი გუნდის მხირიდან 64 ვე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დასახელებულია. პარტიას დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრები. მხარეები საერთო კანდიდატებზე ამ დრომდე მსჯელობენ. ბოიკოტის რეჟიმში რჩება 8 ოპოზიციური პარტია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის", რომლებსაც ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.