ლატვიის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ლატვია შეუერთდება ნატო-ს ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს და ამისთვის მინიმუმ 2 მილიონ ევროს გამოყოფს. ლატვიის მთავრობის სხდომაზე ნატო-ს ინიციატივაში მონაწილეობა უკრაინისთვის საჭირო ამერიკული იარაღის მიწოდების შესახებ განიხილეს. აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი - უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია აამოქმედეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.