უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ძალების დონბასიდან გასვლას გამორიცხავს - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ძალების დონბასიდან გასვლას გამორიცხავს

2025-08-13 12:04:56+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ძალების დონბასიდან გასვლას გამორიცხავს.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხები ვერ განიხილება მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პოზიცია რჩება უცვლელი: პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. რუსული ძალების მიერ დრონების გამოყენებით განხორციელებული დარტყმები 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.