მედია - დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ - Palitra News

მედია - დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ

2025-08-13 12:03:04+04:00

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ მოკავშირეებთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის 15 აგვისტოს დაგეგმილ სამიტამდე გაიმართება. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, რომ შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.