ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. დაცვის მხარე განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩვრებას აპირებს, თუკი განადწყვეტილებას მესამე ინსტანციაც უცვლელად დატოვებს მაშინ უფელებადამცველები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ადვოკატების შეფასებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად. დაცვის მხარე კვლავ ითხოვს გამოძიება დაიწყოს ბაჩიშვილის საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე, თავად ბრალდებული მეორე ინსტანციაში საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობისას, კვლავ ამტკიცებდა, რომ იძულებით ჩამოიყვანეს, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავენ.