ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან შორის სატელეფონო საუბარი შედგა - Palitra News

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2025-08-13 12:02:20+04:00

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. სახელმწიფო დეპრტამენტის თანახმად, მხარეებმა 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. რუსული და ამერიკული მხარეც აცხადებს, რომ როგორც აშშ-მა, ასევე მოსკოვმა ღონისძიების წარმატებით ჩატარების სურვილი დაადასტურეს. 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. გარდა ამისა, უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.