მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებად სულ 17 პარტია ემზადება - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებად სულ 17 პარტია ემზადება - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ სპექტრში

2025-08-13 11:56:12+04:00

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებად სულ 17 პარტია ემზადება. 4 ოქტომბერს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. 3051 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. აქტიურ სამზადისშია „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის მხირიდან 64 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დასახელებულია. პარტიას დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრები. მხარეები საერთო კანდიდატებზე ამ დრომდე მსჯელობენ. ბოიკოტის რეჟიმში რჩება 8 ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომლებსაც ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.