უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს - Palitra News

უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

2025-08-13 10:32:18+04:00

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა 49 დრონით დონეცკის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებს, ხოლო „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტებით პოლტავის ოლქს შეუტიეს.

„ქვეყნის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით საჰაერო თავდაცვამ 34 სამიზნე ობიექტი ჩამოაგდო, მათ შორის 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

რუსული ძალების მიერ დრონების გამოყენებით განხორციელებული დარტყმები 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.