უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველები და სამედიცინო პერსონალი მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ღამით კვლავ დაბომბეს ღაზის აღმოსავლეთი, რის შედეგადაც, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ხოლო სამხრეთით, სულ მცირე 5 ადამიანი მათ შორის ბავშვი. ისრაელელი სამხედროების განცხადებით, ისინი ცნობებს იკვლევენ და შესაბამის ზომებს იღებენ მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანის შესამცირებლად.